მართე მეურნეობა ხელოვნური ინტელექტით

AgroHelper დაგეხმარებათ მცენარეთა დაავადებების მყისიერ დიაგნოსტიკაში, ამინდის პროგნოზირებასა და ნიადაგის ანალიზში — ყველაფერი თქვენს სმარტფონში.

Get it on Google Play
App Store Coming Soon
🪴

AI სკანირება

დაავადებების მყისიერი იდენტიფიკაცია

☀️

ამინდი & ნიადაგი

რეალ-ტაიმ მონაცემები თქვენი მეურნეობისთვის

💧

ჭკვიანი მორწყვა

AI-ით ოპტიმიზებული განრიგი

📰

აგრო სიახლეები

ყოველდღიური განახლებები

🐍 Django REST 🐘 PostgreSQL 🍃 MongoDB Atlas 🔍 Vector Search 🤖 AI / ML ⚛️ React Native 🔔 Expo Notifications

AgroHelper-ის შესაძლებლობები

ინსტრუმენტები, რომლებიც თქვენს ბაღს უფრო პროდუქტიულს გახდის.

🪴

ჩემი ბაღი

შექმენით მცენარეების ციფრული ბიბლიოთეკა. AI გიგენერირებთ "მოვლის პასპორტს".

💧

ჭკვიანი მორწყვა

AI განსაზღვრავს მორწყვის ოპტიმალურ განრიგს მცენარის ტიპისა და ამინდის მონაცემების საფუძველზე.

🔍

AI სკანირება

გადაუღეთ ფოტო მცენარეს — AI საშუალებით მიიღეთ მყისიერი დიაგნოზი და რჩევები.

📰

აგრო ნიუსები

ყოველდღიური აგრო სიახლეები საქართველოს და მსოფლიის მასშტაბით, პირდაპირ თქვენს ტელეფონში.

☀️

განათების საზომი

ტელეფონის სენსორებით გაზომეთ სინათლის ინტენსივობა და იპოვეთ საუკეთესო ადგილი ბაღში.

🤖

AI ასისტენტი

ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მცენარეების მოვლის შესახებ, 24/7 მხარდაჭერა და პერსონალური რჩევები.

Privacy Policy

📅 ბოლო განახლება: მარტი 2026 🌍 GDPR Compliant 🔒 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი
✓ GDPR ✓ App Store & Play Store Policy ✓ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ამუშავებს AgroHelper თქვენს მონაცემებს. ჩვენი მიზანია მაქსიმალური გამჭვირვალობა და თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა.

📋 1. მონაცემთა დამმუშავებელი

AgroHelper — ინტელექტუალური აგრო-პლატფორმა.
საკონტაქტო ელ-ფოსტა: agrohelper.official@gmail.com

🗄️ 2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

2.1. თქვენ მიერ მოწოდებული: სახელი, ელ-ფოსტა, მცენარეების ფოტოები (დიაგნოსტიკისთვის) და თქვენი ბაღის ჩანაწერები.

2.2. ავტომატურად შეგროვებული: მოწყობილობის ტიპი, ოპერაციული სისტემა, ენა და IP მისამართი უსაფრთხოებისთვის.

2.3. სენსორები და ლოკაცია: GPS (ამინდის პროგნოზისთვის) და სინათლის სენსორი — გამოიყენება მხოლოდ თქვენი ნებართვის შემდეგ.

🌿 3. ჯანმრთელობის მონაცემები (Health Data)

AgroHelper-ი აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც "Health Data" მხოლოდ სოფლის მეურნეობის კონტექსტში:

  • მცენარეთა ჯანმრთელობა: თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები გამოიყენება AI-ს მიერ მცენარეთა დაავადებების იდენტიფიცირებისთვის.
  • გარემო პირობები: GPS და სენსორების მონაცემები გამოიყენება ნიადაგის და კულტურების მდგომარეობის შესაფასებლად.

ჩვენ არ ვაგროვებთ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მონაცემები არ გამოიყენება სარეკლამო მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე პირებს.

⚙️ 4. გამოყენების მიზნები

  • სერვისის ფუნქციონირება და ანგარიშის მართვა.
  • AI დიაგნოსტიკა და აგრო-რჩევების პერსონალიზაცია.
  • უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია.

ჩვენ არ ვყიდით თქვენს მონაცემებს და არ ვიყენებთ თქვენს ფოტოებს AI-ს მოსამზადებლად თქვენი დასტურის გარეშე.

💳 5. გადახდები და გამოწერები

ტრანზაქციები სრულდება Google Play ან App Store-ის მეშვეობით. ფასიანი პაკეტის შეძენისას გადახდა ხდება თქვენი შესაბამისი ანგარიშიდან. გამოწერის მართვა და გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან (Settings). ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენს საბანკო ბარათის მონაცემებზე.

🔒 6. უსაფრთხოება და შენახვა

მონაცემები ინახება ევროპის ტერიტორიაზე მდებარე დაცულ სერვერებზე. ვიყენებთ ინდუსტრიაში მიღებულ დაშიფვრის სტანდარტებს (SSL/TLS). მონაცემები ინახება ანგარიშის წაშლიდან 90 დღის განმავლობაში (სარეზერვო ასლების ციკლი).

👤 7. თქვენი უფლებები და ანგარიშის წაშლა

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცების ასლი, გასწორება ან სრული წაშლა.

⚡ ანგარიშის წაშლა:
თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში პირდაპირ AgroHelper აპლიკაციის პარამეტრებიდან (Settings > Delete Account). ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ agrohelper.official@gmail.com-ზე. თქვენი ანგარიში და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად წაიშლება 48 საათის განმავლობაში.

⚠️ 8. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი (UGC)

აპლიკაციაში აკრძალულია შეურაცხმყოფელი, უკანონო ან დისკრიმინაციული კონტენტის განთავსება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დაუყოვნებლივ დავბლოკოთ მომხმარებელი, რომელიც დაარღვევს საზოგადოებრივ წესებს.

⚖️ 9. საჩივრები

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირდაპირ. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdp.ge).

Terms of Service (EULA)

🇬🇪 გამოყენების წესები და პირობები

AgroHelper-ის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით სტანდარტულ Apple-ის სამომხმარებლო შეთანხმებას (EULA). აპლიკაციაში აკრძალულია არასათანადო, შეურაცხმყოფელი ან უკანონო კონტენტის განთავსება.

გამოწერა: ფასიანი სერვისები აქტიურდება App Store-ის მეშვეობით. გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს თქვენი Apple ID პარამეტრებიდან.

UGC პოლიტიკა: მომხმარებლის მიერ ატვირთული კონტენტი, რომელიც არღვევს წესებს, წაიშლება 24 საათში, ხოლო მომხმარებელი დაიბლოკება.


🇬🇧 Terms & Conditions (English)

By using AgroHelper, you agree to the standard Apple Licensed Application End User License Agreement (EULA). Abusive, illegal, or offensive content is strictly prohibited.

Subscriptions: Paid services are processed via the App Store. You can manage or cancel your subscription at any time via your Apple ID Settings.

UGC Policy: User-generated content that violates our terms will be removed within 24 hours, and the user will be banned.


Full terms align with the standard Apple Licensed Application End User License Agreement: View Apple EULA

დაგვიკავშირდით

გაქვთ იდეა, შემოთავაზება ან გჭირდებათ დახმარება? ჩვენი გუნდი მზადაა.

ელ-ფოსტა

agrohelper.official@gmail.com
⏱️

პასუხის დრო

48 საათის განმავლობაში